2000 მეტრის სიმაღლეზე თოკის გარეშე მცოცავი ექსტრემალი ალპინისტი (VIDEO)
2000 მეტრის სიმაღლეზე თოკის გარეშე მცოცავი ექსტრემალი ალპინისტი (VIDEO)
ADAMI.GE წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს, რომელიც ექსტრემალური სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებს მიეძღვნება.

ამ სტატიების ციკლში თქვენ გაეცნობით სამყაროს ყველაზე თავზეხელაღებული ექსტრემალების ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობებს თანდართული ფოტო და ვიდეომასალით.

სერფინგი, დაივინგი, ალპინიზმი, მოტო რბოლა, ბანჯი ჯამფინგი და ჯომარდობა მსოფლიო ექსტრემალებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს სახეობები გარკვეულწილად, ტრადიციულ სახეობებად ჩამოყალიბდა, თუმცა ამ ჩამონათვლის მიღმა არსებობს არაერთი სახიფათო და უცნაური სახეობა, რომელიც ექსტრემალების ფანტაზიის მიგნებაა.

ამ სტატიაში ალპინიზმით, როგორც ერთ-ერთი "ხანდაზმული" ექსტრემალური სახეობით დავიწყებთ, სტატიის ბოლოს კი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალპინისტზე მოგითხრობთ...

როდესაც მთის მწვერვალებისკენ სვლა მთავარი მიზანია, მაშინ ისეთი ბარიერები, როგორიცაა წინაღობებით აღსავსე რელიეფი, ცუდი ამინდი და სხვა ხიფათი, აზრს კარგავს.

ადამიანებს უხსოვარი დროიდან უწევდათ სხვადასხვა მიზნებისთვვის ცხრა მთის გადალახვა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა ალპინიზმის, როგორც სპორტის ამ ექსტრემალური სახეობის ფუძემდებლად შვეიცარიელი გლეხი და ფრანგი ექიმები ითვლებიან, რომლებმაც 1786 წელს მონბლანი დალაშქრეს (4807მ).

ეს იყო პირველი, სრულიად სპორტული მოტივით სვლა მწვერვალებისკენ. თუმცა თუ სპორტის ეს სახეობა თავზეხელაღებული ექსტრემალებისთვის წინაღობებთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბრძოლის ჟინია, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ალპინიზმი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოა.

საუბარია მეცნიერებზე, რომლებიც ალპინიზმს მეტეოროლოგიური, გეოლოგიური და მსგავსი დაკვირვებებისთვის იყენებენ. პირველი ასეთი მეცნიერი ჟაკ ბალბასა იყო.

ახალგაზრდა ალპინისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ალექს ჰონოლდი, რომელმაც ორი მახასიათებლით მიიქცია ყურადღება - ჰონოლდი ჯგუფურ ალპინიზმზე უარს ამბობს, რის გამოც მას "თავისუფალი მარტოხელა" დაარქვეს, და რაც ყველაზე მთავარია, ჰონოლდი სალ კლდეებს ყოველგვარი დაცვის გარეშე, ცარიელი ხელებით უმკლავდება.

ის 2.000 მეტრის სიმაღლეზე თოკის გარეშე აცოცდა და დამსახურებული დიდებაც მოვიდა მის ცხოვრებაში.

იხილეთ ვიდეო
Adami
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
24 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ველოსპორტის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი გაიმართება
საქართველოში ალბათ არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ - ლეონელ მესისთან ფოტო გადაუღია...
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება
22 ივნისს შედგა გამოსვლა 74 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ბელარუს სტეფან პოპოვსა და მსოფლიო ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვს შორის.
7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება.
1992 წელს ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ბრიტანელი მძლეოსანი და მორბენალი დერეკ რედმონდი მონაწილეობდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ გათამაშებას პირველი გამარჯვებული ყავს
ბალკანელი გულშემატკივრები ერთ-ერთ ყველაზე ველურ ფანებად ითვლებიან მსოფლიო ფეხბურთში
MDS/Marathon des Sables - ქვიშის მარათონი - ეს არის გამძლეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა
23-24 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება 2-ოთახინი სუფთა, გარემონტებ
სასწრაფოდ!იყიდება 2,5-ოთახიანი ბინა ბო
იყიდება გარემონტებული ბინა დიდ...
იყიდება ბათუმში! მშენებარე ბინა....