SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ფინალი!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ფინალი!
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება, ასევე გაირკვევა ის ორი გუნდი, რომლებიც სუპერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მატჩებს ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

Adami27 ივნისს ვერცხლის ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება. სნიკერსისა და კრედოს გუნდებისთვის აღნიშნული გათამაშება სადებიუტოა, შესაბამისად ტიტულსაც ერთ-ერთი მათგანი პირველად იზეიმებს. რეგულარული სეზონი ორივე გუნდმა დამაჯარებლად ჩაატარა. 1/2 ფინალამდე მოსვლა არც ერთს გასჭირვებია. აქ კი კრედომ „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ საკმაოდ ძლიერ გუნდს აჯობა - ორი მატჩის ჯამში საყაიმო ანგარიშის შემდეგ (2-2;1-1) ფინალისტის ვინაობა 7 მეტრიანების სერიაში გაირკვა. სნიკერსმა კი ფინალამდე რეგულარული სეზონის გამარჯვებული, საქართველოს ბანკი ჩამოიცილა გზიდან (3-0;1-1). ფინალური შეხვედრა შაბათს, 18:00 სთ-ზე დაიწყება.

27.06.2015. ვერცხლის ლიგა. ფინალი

18:00 სნიკერსი - კრედო

კვირის სათამაშო დღე კი სუპერლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრებით დაიწყება. ფინალისტების გასარკვევად უაღრესად დაძაბული და სანტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი.

პირველები პარკეტზე პსპ-სა და ნატახტარის გუნდები გავლენ. პირველ შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2-1 შეძლეს მათთვის უხერხული მეტოქის ძლევა, რითიც მიმდინარე (და არამარტო) სეზონის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. ეს ამ გუნდების რიგით მეთერთმეტე დაპირისპირება იყო, საიდანაც 7 ნატახტარს ქონდა მოგებული, აქედან ორი მიმდინარე სეზონში (3-0;3-0). თუმცა, ფაქტია, ერთ ბურთიანი უპირატესობა ფინალში გასასვლელად აუცილებელ წინაპირობად ვერ გამოდგება, რაც კვირას გასამართ შეხვედრას საინტერესოს ხდის.


Adamiარანაკლებ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი მეორე 1/2 ფინალში. პირველ დუელში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა პროგრეს ბანკმა, რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, შსს-ს დამარცხება შეძლო 4-2 და ახლა ამ უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ პსპ-ნატახტარის მსგავსად, ამ მატჩამდე „ბანკირებისა“ და „ძალოვნების“ ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკა შსს სასარგებლოდ იყო - ამ სეზონში მათ ორივეჯერ მოუგეს ძლიერ მეტოქეს (8-4, 9-4), თუმცა, ახლა ფავორიტის სტატუსი უდაოდ „კალაძე და კომპანია“ სარგებლობს.

17:00 სთ-დან ამ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება ინტერნეტით განხორციელდება (იხ. ბმული)

28.06.2015. სუპერლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)

16:00 FC PSP - მფკ ნატახტარი (2-1)
17:00 პროგრეს ბანკი - შსს (4-2) LIVE!

Adamiკვირასვე ჩემპიონი გაერთიანებულ ლიგაში გამოვლინდება. ეს გათამაშება წელს პირველად იმართება. თუკი თრეველკემპ ჯორჯიამ ფინალამდე გზა უდანაკარგოდ განვლო (7-დან 7 მოგება), ბიბლუსი ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ ლიგას ¼ ფინალიდან შეუერთდა. შესაბამისად ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ფავორტის დასახელებაც საკმაოდ რთულია. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.



28.06.2015. გაერთიანებული ლიგა. ფინალი
18:00 - Travelcamp Georgia - ბიბლუსი

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედო აქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება გაიღოს საკუთარი მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა ვითიბი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”.


რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, ADAMI.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
24 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ველოსპორტის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი გაიმართება
საქართველოში ალბათ არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ - ლეონელ მესისთან ფოტო გადაუღია...
22 ივნისს შედგა გამოსვლა 74 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ბელარუს სტეფან პოპოვსა და მსოფლიო ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვს შორის.
7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება.
1992 წელს ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ბრიტანელი მძლეოსანი და მორბენალი დერეკ რედმონდი მონაწილეობდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ გათამაშებას პირველი გამარჯვებული ყავს
ბალკანელი გულშემატკივრები ერთ-ერთ ყველაზე ველურ ფანებად ითვლებიან მსოფლიო ფეხბურთში
MDS/Marathon des Sables - ქვიშის მარათონი - ეს არის გამძლეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა
23-24 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა
მორიგი უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...