5 მარტივი ხერხი, როგორ აიცილოთ თავიდან ხვრინვა და აპნოე
5 მარტივი ხერხი, როგორ აიცილოთ თავიდან ხვრინვა და აპნოე
შეარჩიეთ კარგი ბალიში
შესაძლოა პრობლემა სწორედ ბალიშშია. თავიდან დარწმუნდი, რომ შენი ბალიში არ არის ბუმბულებიანი, შეძლებისდაგვარად არის ორთოპედიული (ანუ აქვს შენი თავის ფორმისთის ”მახსოვრობა”). ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხვრინვისა და აპნოეს თავიდან ასაცილებლად, რადგანაც ასეთ მდგომარეობაში ენა არ გადაგეყლაპება, რაც გამორიცხავს სასუნთქი გზების შევიწროების გამოიწვევას.

მოერიდე ალერგენებს
ხშირად ხვრინვისა და აპნოეს მიზეზი ალერგიაა (ყველაზე მსუბუქიც კი, რომელიც ცნობილია, როგორც ალერგიული რინტი). შეცვალე მძიმე ფარდები იმიტომ, რომ მასში მტვრის ტკიპები ბინადრობენ და აუცილებლად შეიძინე ჰიპოალერგიული საბანი.

შეიძინე კაპა
არა, კაპას მხოლოდ რინგზე არ იკეთებენ. ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგი გამოსავალია. საქმე იმაშია, რომ ის გამოწევს ქვედა ყბას, შესაბამისად შეძლებ ჰაერის მეტი რაოდენობის შესუნთქვას. არის ფირმები (მოძებნე ინტერნეტში), რომლებიც ამზადებენ ხვრინვის საწინააღმდეგო კაპას.

დაიკელი წონაში
ალბათ იცით, რომ თითქმის ყველა ჭარბწონიან ადამიანს აწუხებს ხვრინვა და აპნოე. თან ხვრინვას უმეტეს შემთხვევაში რამდენიმეოქტავიანი დიაპაზონი აქვს (როგორც წესი, ადამიანი იწყებს ხვრინვას და გადადის პიანოდან ფორტეზე, ფორტედან ფორტისიმოზე და საბოლოოდ, ისეთ წაუშტვენს, რომ სერვანტში მადონა-სერვიზი სკდება). იცით რისი ბრალია? კისრის ქონის, რომელიც ხელს უშლის სასუნთქი გზების სრულ გაფართოებას.

პოლიპები | ადენოიდები
ერთ-ერთი მიზეზია ასევე ცხვირის ფიზიოლოგია. თავიდან, უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა ცხვირი მოტეხილი, გაქვთ თუ არა პოლიპები ან ადენოიდები, და ა.შ. ამისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ამბობენ, რომ 2015 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამიტომ მზის დარტყმის მიღება ჩვეულებრივ ფენომენი გახდება.
იმისთვის, რომ გაიგოთ საკუთარი სხეულის მასის ინდექსი, გამოიყენეთ ქვემოთმოცემული ფორმულა და ცხრილი.
პროსტატის კიბოს არ სძინავს: მაგალითად ინგლისში ყოველდღიურად პროსტატის კიბოსგან დღეში 30 მამაკაცი კვდება.
ქლორი, ანტისანიტარია და მავნე ნივთიერებები... ასე გამოიყურება ჩვენი აუზები. რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ
თუ ქერტლმა შეგაწუხათ, არ იცით საიდან გაჩნდა და არც ის იცით, როგორ მოიშოროთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
ნოე მეთიუ გალოუეი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მისი ნებისყოფა სამაგალითოა ბევრისთვის
ზედმეტი წონა ჩვენი დროის უდიდესი ტრაგედიაა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 32% სულ მცირე ერთი კვირით იცავდა დიეტას
არა, მობილური ტელეფონები არ იწვევს კიბოს, არც შაქარშემცვლელი ნივთიერებები.
იოგა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, თუმცა, ყველაფერთან ერთად მას თან ახლავს ბევრი მითი და სტერეოტიპი
5 ჩვევა, რის გამოც მუდამ ცუდად გამოიყურები.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...