გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყო - საჭირო ინფორმაცია მონადირეთათვის
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყო - საჭირო ინფორმაცია მონადირეთათვის
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თეიმურაზ მურღულიას თქმით, ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.

მისი თქმით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ასევე დაადგინა ნადირობის დღიური ლიმიტები.

"სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში, ასევე მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობა იკრძალება. ნადირობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
იტალია მხოლოდ მაკარონის, პიცისა და ველოსპორტის ქვეყანა არ გახლავთ
აკრძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს
"ცვლილება განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ეკრანი არის სახლართი ტიპის ბადე, მისი მეშვეობით ჭერა კი ემყარება გახლართვისა და შებოჭვის პრინციპებს
იმ შემთხვევაში თუ გადაწყვიტეთ გახდეთ მონადიერე საჭირო აღჭურვილობასთან და იარაღთან ერთად უნდა შეიძინოთ პასუხისმგებლობის ორმაგი გრძნობა
ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპირო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს
კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება
"თუ არ გსურს, რომ ხელოვნური ფოტოები გადაიღო, ობიექტს უნდა ჩაუსაფრდე და ყველაზე ცოცხალ ემოციას დაელოდო"
ამასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ძალიან სასწრაფოდ და იაფად!!!...
პიქსელის შენობაში იყიდება სავაჭრო...
იყიდება ორ ოთახიანი ბინა...
ძალიან სასწრაფოდ! ნამდვილად უპრეცედე