Universal Pictures-მა "ევერესტის" ტრეილერი გამოაქვეყნა (+VIDEO)
Universal Pictures-მა "ევერესტის" ტრეილერი გამოაქვეყნა (+VIDEO)
"ევერესტი" (ორიგ. Everest) — ისლადნიელი რეჟისორის ბალთაზარ კორმაკურას ფილმი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯეკ ჯილენჰოლი, კირა ნაითლი, ჯეისონ კლარკი, რობინ რაითი და ჯოში ბროლინი. თავდაპირველად პრემიერა დაგეგმილი იყო 16 სექტემბერს, თუმცა, შემდეგ 18 სექტემბერს გადაიტანეს. საქართველოში "ევერესტი" 26 სექტემბერს გამოჩნდება კინოთეატრებში, მათ შორის IMAX და IMAX 3D ფორმატებში.

ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია, რომელიც 1996 წელს ჰიმალაებში მოხდა. მაშინ სამმა კომერციულმა ექსპედიციამ, რომელთა შორის იყვნენ, როგორც ალპინისტები, ასევე ტურისტები, გადაწყვიტეს ჯომოლუნგმაზე ფეხის დადგმა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ექსპედიციების მხოლოდ რამდენიმე წევრს ჰქონდა რვა ათასიანი მწვერვალების დაპყრობის გამოცდილება.

ჩამოსვლისას რამდენიმე კლიენტი მოხვდა უძლიერეს ქარბუქში, მაშინ დაიღუპა 5 ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა ყოფილიყო მეტი, რომ არა ალპინისტი ანატოლი ბუკრეევი, რომლის როლს ფილმში ისლანდიელი მსახიობი ინგვარ ეგგერთ სინგიურდსონი ასრულებს.

ფილმის ბიუჯეტი აღემატებოდა $65 მილიონს, თავდაპირველად გადაღებები დაიწყო ისლანდიაში, შემდეგ კი ჯგუფი გაემგზავრა ნეპალში, ევერესტზე, სადაც დაასრულა გადაღებები.

იხილეთ ტრეილერი
Adami

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
მოულოდნელი ფაქტები ფილმების შესახებ, რომლებიც კულისებს მიღმა დარჩა
ADAMI.ge-მ თქვენთვის შეაგროვა 10 საუკეთესო ფილმი, რომელთაც ყველა მამაკაცმა უნდა უყუროს.
ფილმის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა, ამიტომ ADAMI.ge-მ თქვენთვის საინტერესო ფოტოგალერეა "კადრებს მიღმა" შექმნა.
The Martian ("მარსიანელი") — რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, რომელშიც მთავარ როლს მეთ დეიმონი თამაშობს.
16 წლის ლილი-როუზ დეპი მსახიობების ჯონი დეპისა და ვანესა პარადის უფროსი ქალიშვილია
80-90-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ერთ-ერთი კინოგმირი ლუსი ლოულესი იყო
ფილმში “კინგსმენი: საიდუმლო აგენტები” მთავარი მოქმედი გმირების ვიზუალურ მხარესა და კოსტუმების დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
წარმოგიდგენთ 6 მამაკაც მსახიობს, რომლებმაც მძიმე ცოდვა არა ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს
ამ შავგრემანი მსახიობებიდან თითოეული მსოფლიოს კინემატოგრაფიის უნიკალურ სახეს წარმოადგენს
ქართულ კინოს არა ერთი ქალბატონის სილამაზე აუსახავს
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...