10 ფილმი, რომელიც ყველა კაცმა უნდა ნახოს
10 ფილმი, რომელიც ყველა კაცმა უნდა ნახოს
ADAMI.ge-მ  თქვენთვის შეაგროვა 10 საუკეთესო ფილმი, რომელთაც ყველა მამაკაცმა უნდა უყუროს. ფილმებს მოსდევს მოკლე აღწერები, თუმცა, ჩვენ ველით თქვენს რეცენზიებსა და შემოთავაზებებს.

Adami1. მებრძოლთა კლუბი - რეჟისორ დევიდ ფინჩერის 1999 წლის საკულტო ფილმი. გადაღებულია ჩაკ პალანიკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენა ბონემ კარტერი. ფილმი - ქაოსი, რომელიც ვირუსულად ვრცელდება შენში და აფართოებს მენტალურ ჩარჩოებს. თუ ჯერ არ გინახავს ეს ფილმი, მაშინ უბედნიერესი ადამიანი ყოფილხარ, იმიტომ რომ განიცდი პირველ უძლიერეს შთაბეჭდილებებს. ზოგადად, ფილმის ყურებამდე წაიკითხე წიგნი, თუმცა, მერწმუნე, ეს არის პირველი ფილმი, რომელიც წიგნზე უფრო მეტად მომეწონა.





Adami2. გაქცევა შოუშენკიდან - ფრენკ დარაბონტის 1994 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია სტივენ კინგის რომანზე. ფილმის სიუჟეტი ასეთია: მთავარი გმირი ცდილობს ციხიდან გაქცევას, თუმცა, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. შოუშენკის ციხე ერთ-ერთი ყველაზე დაცულია. ფილმში გენიალურადაა ასახული პატიმრის ლტოლვა თავისუფლებისადმი, თუმცა, მალევე ჩნდება დილემა - თავისუფლება თუ არსებული ბედის მიღება. ო! ეს ფილმი ძალიან ძლიერია თავისი შინაარსითა და მსახიობების თამაშით.







Adami3. ხელშეუხებელნი, ასევე ცნობილია, როგორც ”1+1” - 2011 წლის ფრანგული ფილმი. ის დაფუძნებულია ფილიპე პოზო დი ბორგოსა და მისი მზრუნველის, აბდელ სელუს რეალურ ისტორიაზე. ფილმი ათეულობით ჯილდოზე იყო ნომინირებული. ყველაზე პოზიტიური და მზიანი ფილმი, რომელიც მოგცემს ახალ ძალას და დაგაბრუნებს ბავშვობაში. არა იმიტომ, რომ ფილმი ბავშვებზეა, არამედ იმიტომ, რომ ფილმი ძალიან ძლიერ მეგობრობრობასა და თავისუფლებაზეა. 







Adami4. ლეონი (ან, ლეონი: პროფესიონალი) - პროფესიონალმა მკვლელმა ლეონმა არ იცის დანდობა და შეწყალება. ის გაიცნობს მეზობელ გოგონა მატილდას, რომლის ოჯახსაც ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბრძანებით დაცხრილავენ. მატილდა თავს ლეონთან შეაფარებს და ამით გადარჩება. ლეონს მატილდა შვილივით შეუყვარდება და მას შურისძიებაში ეხმარება.








Adami5. კაკუნი ზეცის კარზე | კაკუნი სამოთხის კარზე - მთავარი გმირების გაცნობა მოხდა საავადმყოფოს პალატაში, სადაც ისინი იწვნენ. ორივე მათგანი ძალიან მძიმედ არის ავად და ექიმების თქმით, გადარჩენის შანსები არ არსებობს. ისინი გადაწყვეტენ საავადმყოფოდან გაქცევას და თავიანთი ბოლო კვირის სურვილების ახდენაში გატარებას. ასეც ხდება, ისინი იტაცებენ მერსედესს და მიემგზავრებიან ზღვაზე. მანქანის საბარგულში ისინი აღმოაჩენენ 1 მილიონ დოლარს და იარაღს. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ეს არის ფილმი მეგობრობაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, აუხდენელ ოცნებებზე.





Adami6. მანდარინები - ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა, ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ ერთ-ერთი ესტონელი, ივო სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ მტრებს: დაჭრილ ქართველს -მოხალისე მეომარსა და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს. აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.




Adami7. შინდლერის სია - ფილმში მოთხრობილია კათოლიკე გერმანელი ბიზნესმენის, ნაცისტური პარტიის წევრის, ოსკარ შინდლერის ისტორია, რომელმაც ათასზე მეტი პოლონელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტის დროს. სიაში იგულისხმება 1100 ებრაელი, რომლებიც შინდლერმა დაიქირავა საკუთარ ფაბრიკაში, რათა ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან გადაერჩინა.










Adami8. ერთხელ ამერიკაში - 1920-იან წლებში, როდესაც ამერიკა მხიარულობდა ჯაზის ხმებზე და ყოველი ქუჩაში მოხეტიალე ოცნებობდა მილიონერი ყოფილიყო, ნიუ-იორკის გარე უბნებში რამდენიმე მამაცი ბიჭი შეხვდა ერთმანეთს. ისინი კონკურენტებს თავიდან იშორებდნენ, დაუნდობლად სჯიდნენ მოღალატეებსა და თავხედურად მახვილგონიერ თაღლითობებს ასრულებდნენ, ისინი კრიმინალური სამყაროს მეფეები გახდნენ „მშრალი კანონის“ სამყაროს დროს. მათ ფიცი დადეს ერთმანეთისთვის თავი გაეწირათ, ვინაიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობა იყო. უამრავი წლის შემდეგ ბედისწერა სასტიკად მოექცა მათ და აიძულა, ფიცი შეესრულებინათ.




Adami9. ნათლია - მოქმედება 1945-55 წლებში მიმდინარეობს. დონ ვიტო კორლეონე ნიუ-იორკის სიცილიურ მაფიას ხელმძღვანელობს. ის ათხოვებს ქალიშვილს. ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომიდან ბრუნდება მისი ვაჟი მაიკლი. მაიკლი ომის გმირი და ოჯახის სიამაყეა, მაგრამ მას არ სურს მაფიის საქმეებში ჩარევა. დონ კორლეონე, რომელიც ტრადიციების ერთგულია, თავის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია, რაც ხელს არ აძლევს მაფიის სხვა კლანების წარმომადგენლებს. ამ უთანხმოების საფუძველზე წამოწყებული მტრობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება. მოწინააღმდეგეები დონ კორლეონეზე თავდასხმას აწყობენ. კორლეონე გადარჩება...




Adami10. 13 / ცამეტი - ფილმი აღწერს ოცი წლის სებასტიანის ცხოვრებას, რომელიც სამშენებლო სამუშაოთი არჩენს მის ქართულ იმიგრანტ ოჯახს ჩრდ. საფრანგეთის ზღვისპირა დასახლებაში. მას სახლის სარემონტოდ ქირაობს მამაკაცი, სახელად გოდონი, რომელიც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ნარკომანია. გოდონის დოზის გადამეტებით გარდაცვლის შემდეგ, მისი ქვრივი სებასტიანს ატყობინებს, რომ ნამუშევრის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. სებასტიანი ყურმოკვრით იგებს გოდონის დავალებაზე, რომელიც მას სიკვდილის გამო შეუსრულებელი დარჩა, თუმცა, ამ საქმის დეტალების არაფერი იცის... აუიცლებლად უყურეთ 13-ს და დაწერეთ თქვენი რეცენზია ამ ფსიქო-ტრილერის შესახებ კომენტარებში.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
"ევერესტი" (ორიგ. Everest) — ისლანდიელი რეჟისორის ბალთაზარ კორმაკურას ფილმი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯეკ ჯილენჰოლი, კირა ნაითლი, ჯეისონ კლარკი...
მოულოდნელი ფაქტები ფილმების შესახებ, რომლებიც კულისებს მიღმა დარჩა
ფილმის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა, ამიტომ ADAMI.ge-მ თქვენთვის საინტერესო ფოტოგალერეა "კადრებს მიღმა" შექმნა.
The Martian ("მარსიანელი") — რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, რომელშიც მთავარ როლს მეთ დეიმონი თამაშობს.
16 წლის ლილი-როუზ დეპი მსახიობების ჯონი დეპისა და ვანესა პარადის უფროსი ქალიშვილია
80-90-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ერთ-ერთი კინოგმირი ლუსი ლოულესი იყო
ფილმში “კინგსმენი: საიდუმლო აგენტები” მთავარი მოქმედი გმირების ვიზუალურ მხარესა და კოსტუმების დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
წარმოგიდგენთ 6 მამაკაც მსახიობს, რომლებმაც მძიმე ცოდვა არა ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს
ამ შავგრემანი მსახიობებიდან თითოეული მსოფლიოს კინემატოგრაფიის უნიკალურ სახეს წარმოადგენს
ქართულ კინოს არა ერთი ქალბატონის სილამაზე აუსახავს
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება ბაგების ცენტრში,...
პიქსელის შენობაში იყიდება სავაჭრო...
ძალიან სასწრაფოდ! ნამდვილად უპრეცედე
იყიდება ორ ოთახიანი ბინა...