ლეგენდარული კატანა
ლეგენდარული კატანა
კატანა — იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა, სიძვირის გამო, ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო. იგი ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად, ის ადვილად ჭრის ნებისმიერ ევროპულ თუ აზიურ ხმლებს. კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრისგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიკურობას და ამავე დროს სიტკიცეს.
მის გარშემო მუდამ უამრავი ჭორი არსებობდა, ჩვენ შევაგოვეთ თქვენთვის რამდენიმე ფაქტი:

• ფეოდალურ იაპონიაში იმისთვის, რომ შეეფასებინათ გაკეთებული კატანა, ცდები  მსჯავრლდებულებზე ტარდებოდა. ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ ენახათ, როგორია სახმარად საველე პირობებში, როგორ ამტვრევს ადამიანის ძვლებსა და ხორცს.

• ოსტატ მონძიუს ხმალი (ტიკუძენის პროვინციიდან) ატარებდა სახელს ”ჰიგეგირი” (სიტყვა სიტყვით - წვერის მჭრელი). ის იყო უბადლოდ ბარსი და როცა ოსტატი მსჯავრლდებულს თავს კვეთდა, ხმალი წამითაც არ ჩერდებოდა და წვერსაც სწორად ჭრიდა.

• ”წვერის მჭრელს” ჰყავდა კიდევ ერთი თანამოძმე - ხმალი ”ჰიძამარუ” (მუხლების მრძანებელი). სიკვდილ მისჯილ მსჯავრლდებულებს აყენებდნენ მუხლებზე და როცა ოსტატი კვეთდა თავს ინერციით ხმალი გადიოდა მუხლების დონეზეც და ჭრიდა მათაც.
• ოსტატ ნაგამიცუს ხმალს ერქვა ”აზუკი” (მარცვალი). იმისთვის, რომ ეჩვენებინა თავისი ხმლის სიმახვილე, ოსტატი იღებდა ჩვეულებრივ მარცვალს და მას კატანით ჭრიდა.
Adami
• 1662 წელს ოსტატმა იამანომ გადაკეპა ორი გვამი, რომლებიც ერთმანეთზე იდო. თუმცა, იაპონურ ქრონიკებში შენარჩუნებულია ცნობები იმის შესახებ, რომ თავისი ფხების საცდელად სამურაები ერთი დარტყმით ერთმანეთზე დადებულ ოთხ გვამს კეპდნენ.

• სამურაის ყველაზე ღირსეულ სიკვდილად ითვლებოდა ის, რომლის დროსაც მებრძოლს ხელში ფხა ეჭირა. ეს ტრადიცია თითქმის გაქრა ХХ საუკუნეში, თუმცა, 1943 წელს, ომის დროს იაპონელი ადმირალის ისიროკუ იამამოტოს თვითმფრინავი ჩამოაგდეს. როცა გვამი აღმოაჩინეს, ნახეს, რომ ადმირალს გადამწვარ ხელებში კატანა ეჭირა.

• კატანა გადადიოდა თაობიდან თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ხმლის იერსახე იცვლებოდა, მაგალითად ომში ის იყენებდა მოკრძალებულ ჩუქურთმას, ხოლო ქალთან შეხვედრისას პირიქით - ჩუქურთმებით შეკაზმულ კატანას.

• კატანის დამზადებას უნდებოდა რამდენიმე თვითან რამდენიმე ათეულ წლამდე. ცნობილი სამურაები ამბობდნენ, რომ მათი ხმლების დამზადებას დასჭირდა 15-16 წელი.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
შავი დროშა, საბრძოლო ხომალდის ამაყი სილუეტი, მებრძოლთა რაზმი ბოტზე, რომლებიც მაჩეტებითა და ავტომატებით არიან აღჭურვილნი.
ნარკობარონები აფასებენ იმას, რაც მათ იცავს სხვებისგან, კერძოდ კი მტრებისგან.
უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მყოფი ქალი-მებრძოლი ბატალიონ "დონბასის" წევრი მარია ვეტერი დონბასში 5 თვე იბრძოდა
ჯაჭვის დამზადების პროცესს ძველად ჯაჭვის "ქსოვა" ან "ასხმა" ეწოდებოდა, რომელსაც ქვიშით აკრიალებდნენ ხოლმე. ჯაჭვის დამზადება ცოცხლად და საინტერესოდაა აღწერილი ხევსურულ ფოლკლორში
იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს
ამ სტატიაში მინდა, ჩამოგითვალოთ სამხედრო სფეროს 5 ყველაზე მაგარი პროფესია
როგორ შევქმნათ იდეალური ჯარისკაცი? თითოეულ ქვეყანას საკუთარი რეცეპტი აქვს
სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგი შეგვედგინა
ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ურთიერთობის არავერბალური მეთოდებიც
South Korea’s Army Special Warfare Command (SWC) სამხრეთ კორეის არმიის განსაკუთრებული ქვედანაყოფია
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ძალიან სასწრაფოდ და იაფად!!!...
იყიდება ორ ოთახიანი ბინა...
იყიდება ბაგების ცენტრში,...
ძალიან სასწრაფოდ! ნამდვილად უპრეცედე