
Tbilisi Open Air Alter/Vision 1 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდება, ამ ერთი წლის განმავლობაში კი ვილოცოთ, რომ ორგანიზატორებმა კიდევ უფრო მაგარი ბენდები ჩამოიყვანონ


ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ფესტივალის ფეისბუქ-გვერდზე, ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებული ბოლოთქმაც, სადაც მსმენელს მადლობას უხდიან და გვპირდებიან, რომ არ გაჩერდებიან და კიდევ უფრო მაგარ ფესტივალს გააკეთებენ მომავალ წელს.
Facebook.com/ Tbilisi Open Air Alter/Vision
"თქვენ და ჩვენ ამ 5 დღეში შევქმენით ისტორია, ისევე როგორც წინა წლებში.
წლევანდელმა Open Air-მა დაამტკიცა, რომ ის არის დიდი და მაგარი საერთაშორისო ფესტივალი. ეს იყო ყველაზე კარგი 5 დღე და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ასეთი თბილები, კარგები, ლამაზები და, რაც მთავარია, ამდენად მაგრად გიყვართ და გესმით მუსიკა.
ჩვენი ხარვეზები და შეცდომები ვიცით. ყოველ წელს ვცდილობთ, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები იყოს. და თქვენც სულ უფრო მეტნი და კარგები ხდებით ყოველ წელს!
ძალიან დიდი მადლობა თქვენ და გპირდებით, რომ არ გავჩერდებით და უმაგრეს რაღაცეებს გავაკეთებთ მომავალში. თქვენთან ერთად! გვიყვარხართ!
Music Breaks Free! მუსიკა ათავისუფლებს!", - წერს ფესტივალის ადმინისტრაცია.
Adami.ge-ს რედაქცია მოხარულია, რომ წლის მთავარი მუსიკალური ფესტივალის გაშუქების საშუალება მიეცა და მომდევნო წელს ჩვენ უფრო მეტად ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი იყოს ჩვენი მასალები, რომლებსაც ფესტივალის შესახებ მოვამზადებთ.
Adami.ge უახლოეს დღეებში სხვა მუსიკალურ ფესტივალებზეც შეგხვდებათ, დროებით!

გიორგი გიორგაშვილი
VIDEO: ADAMI.GE
PHOTO: Tbilisi Open Air Alter/Vision