გრაპა — ქართული ჭაჭის იტალიელი ბიძაშვილი
გრაპა — ქართული ჭაჭის იტალიელი ბიძაშვილი
გრაპა — სასწაულებრივი სასმელი იტალიიდან. ეს არის ნამდვილად მამაკაცური სასმელი, რომელიც ძალიან მოგეწონება.

გრაპა არის აბსოლუტურად ისეთივე, როგორიცაა ჭაჭა, თუმცა, ის არის დამზადებული სხვა ჯიშის ყურძნისგან და აქვს ოდნავ სხვანაირი სურნელი.

იტალიელები გრაპას ზუსტად იგივენაირად ამზადებენ, როგორც ჩვენს ჭაჭას - ყურძნის ნარჩენებისგან. გრაპას გამოხდის ტრადიცია ასეთია: გრაპას მთელ ზამთარს ინახავენ და მხოლოდ ადრე გაზაფხულზე თუ დაიწყებენ არყის სამზადისს. როცა გრაპა მზადაა გამოსახდელად, იღებენ ქვაბებიდან და გამოხდას შეუდგებიან. შემოდგამენ დიდ ქვაბს, დაახურავენ ზარფუშს, დაამატებენ შაქარს, ღვინის საფუარს, შეუკეთებენ შეშას და გამოხდას იწყებენ.

ისევე, როგორც ჭაჭის შემთხვევაში, არავინ იცის როდის დაიწყეს იტალიელებმა გრაპას გამოხდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასმლის სახელი ქალაქ ბასანო-დელ-გრაპას სახელიდანაა წარმოშობილი.

გრაპას აქვს რამდენიმე სახეობა - ახალი, თეთრი (გამჭირვალე), ქარვისფერი (6, 12, 18 თვის განმავლობაში ინახება მუხის კასრში).

საშუალოდ გრაპა 80°-მდე ადის გამოხდის დროს, თუმცა, შემდეგი პროცესების დროს მკვეთრ 61°-ს იძენს და არსად ირყევა წლების განმავლობაში. პირადი გამოცდილებიდან ვერ ვიტყვი, რომ ის დიდად განირჩევა ჭაჭისგან, თუმცა, მას აქვს თავისი არომატი.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
Placebo's donating money from the honorar they get on Tbilisi Open Air" - წერს ფესტივალ Tbilisi Open Air 2015-ის მედია კოორდინატორი სოფო ებრალიძე.
მეტალის გაჟღერებას არც ტრადიციული სლემი მოკლებია
ვინ არის ARCHIVE, რატომ ვაღიარებთ მის თბილისში ჩამოსვლას დიდ მოვლენად და რატომ ვფიქრობთ, რომ ამ ბენდის თბილისში ჩამოსვლა ქვეყანაში საფესტივალო საქმიანობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია
სიურპრიზი ზემფირასგან: ჩიტო-გვრიტო, ქართული ღვინო და მკვეთრი პოლიტიკური მესიჯი
Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშით სიმღერას რუსული მედია აშუქებს
"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით,
რა ეღირება ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი TBILISI OPEN AIR-ზე: თუ ფესტივალზე ლუდი, მწვადი ან შაურმა მოგინდათ...
დარწმუნებული ვარ იცი, რომ კიევი ქართველებისთვის მუდამ ღიაა, ამიტომ ზაფხული საუკეთესო დროა გამგზავრებისთვის. დიახ!
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება 91 კვ.მ. 3-ოთახიანი...
სასწრაფოდ იყიდება 5 ოთახიანი...
ვყიდი სასწრაფოდ! ვარ მეპატრონე
სასწრაფოდ! ძალინ კარგ ფასად...