5 უმდიდრესი ქართველი კაცი (+PHOTO)
5 უმდიდრესი ქართველი კაცი (+PHOTO)
საქართველო განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანების სიმრავლით არასოდეს გამოირჩეოდა - ამის საშუალებას არც ეკონომიკის განვითარება, არც ბაზრის მოცულობა და, ბოლოს და ბოლოს, არც პოლიტიკური ვითარება იძლეოდა. ამიტომ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვისი შემოსავალიც მილიონებს ითვლის, საქართველოს ფარგლებს გარეთ, მეტწილად კი რუსეთში ცხოვრობს.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მდიდარ ქართველ მამაკაცს. ზიგიერთი მათგანის შესახებ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია მოიძიება, ზოგზე კი მხოლოდ იმის გაგებაა შესაძლებელი, თუ რა რაოდენობის თანხას ფლობს. ერთ-ერთი მათგანის შესახებ კი, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით.


თემურ სეფიაშვილი - 3.100.000.000$
Adami
თემურ სეფიაშვილი, იგივე ტამირ საპირი, ერთ დროს საქართველოდან ემიგრირებული ებრაელია, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა. მისი კომპანია მანჰეტენზე 2,5 მილიონ კვ/მ უძრავ ქონებას ფლობს.

საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს და რაღაცით ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს წააგავს. ერთხელ რიგითი თბილისელი სტუდენტი ამერიკაში ბედის საძიებლად გაემგზავრა და იღბალი პირდაპირ თავში "მოხვდა". ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ხუმრობაშიც ხომ არის სიმართლის მარცვალი.

საპირი ფლობს ოთხ ენას, აქვს ჩვიდმეტსართულიანი სახლი მექსიკაში, თვითმფრინავი, რომელიც სირიის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტისგან, ჰაფეზ ასადისგან შეიძინა და იახტა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. სხვათა შორის, მისი სახელი ბევრჯერ იყო გარეული სკანდალში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ამბობენ, რომ საპირი არასდროს მალავს წარსულს და ღიმილით იხსენებს საბჭოთა დროს, იმას, თუ როგორ იშოვა პირველი ფული.

ტარიელ ვასაძე - 5.000.000.000$
Adami
მომავალი ბიზნესმენი და დეპუტატი 1947 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი კიევში დაამთავრა და იქვე შეუდგა შრომით საქმიანობას. თავდაპირველად მლესავი იყო ავტომობილების სარემონტოში. შემდეგ ინჟინერი გახდა, უფროსი ოსტატი, ქარხნის ხელმძღვანელი, ტექნიკური მომსახურების სადგურის დირექტორი, 1983 წლიდან ჩაუდგა სათავეში "ავტოტექმომსახურებას", რომლის საწარმოები საბოლოოდ შევიდა კონცერნში "უკრავტო". ათი წელი იყო "უკრაინის საავტომობილო კორპორაციის" პრეზიდენტი.
318,4 მლნ დოლარის ოდენობის კაპიტალით უკრაინის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არის და ასევე ხშირად მოიხსენიებენ უკრაინის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორისაც. 2012 წლის ნოემბრიდან უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია.

დავით იაკობაშვილი - 2.700.000.000$
Adami
დაიბადა 1957 წლის 2 მარტს, საქართველოში, ქართველი ებრაელების ოჯახში. დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით. დღეისათვის მას რამდენიმე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია ეკუთვნის, რომელთაგან, თავის დროზე დიდი წარმატება რძის პროდუქტების კომპანიამ "ვიმ ვილ დანიმ" მოუტანა.

ქართველ უმდიდრეს ქართველთა ხუთეულში შედიან ნიკოლოზ გოგიტიძე, რომლის ქონება ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით 4.000.000.000$-ს შეადგენს და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილს ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა საკმაოდ ძვირი დაუჯდა. Forbes-ის 2013 წლის მარტის მონაცემებით  ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Adami

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
მამაკაცი, რომელმაც ვარცხნილობა სარეკლამო ბილბორდად აქცია
კაზინო ისეთი ადგილია, სადაც წუთის განმავლობაში შეგიძლიათ მილიონერი გახდეთ ან პირიქით ყველაფერი წააგოთ, სიცოცხლეც კი
დაოჯახებული მამაკაცები, უცოლოებთან შედარებით 10-30%-ით მეტ ფულს შოულობენ
"თუ ყველა ასეთი ჭკვიანები ხართ, რატომ ვარ ასეთი მდიდარი?" - თქვა ერთხელ მსოფლიოს ერთ-ერთმა მდიდარმა და ცნობილმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა
კომპანია Shawish-მა საოცარი ბეჭედი შექმნა
პერენა არა მხოლოდ მილიარდერია, არამედ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერიც - ის მხოლოდ 24 წლისაა.
ბრიტანულმა გამოცემა "ტელეგრაფმა" მსოფლიოს ის ათი ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გამოაქვეყნა
ჩვენი ვებგვერდი წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირი სკოლების სიას
აღნიშნული წესები რობერტ ალენისა და ბოდო შეფერის მიერაა შემუშავებული
ყველაზე კითხვადი
სიახლეების გამოწერა