რა განსხვავებაა Visa-სა და MasterCard-ს შორის?
რა განსხვავებაა Visa-სა და MasterCard-ს შორის?
როცა საზღვარგარეთ მიემგზავრები, სასარგებლოა, გქონდეს არა მარტო ნაღდი ფული, არამედ საკრედიტო ბარათიც. ბარათის დადებითი მხარეებია, ის რომ არაა საჭირო თან დიდი ოდენობის თანხის ტარება, მისი დეკლარაცია საზღვარზე, პლუს ნაკლები შანსია, რომ მოგპარავენ ფულს (ანუ, ბარათი თუ დაკარგეთ ან ვინმემ ამოგაცალათ, შეგიძლიათ დაურეკოთ ბანკს და ბანი დაადოთ ნებისმიერ ტრანსაქციას). თუმცა, რომელი ბარათია საჭირო? ADAMI.ge დაინტერესდა ამით, ამიტომ მოვამზადეთ მოცემული სტატია.

ალბათ გაგიგიათ, რომ Visa — ამერიკული სისტემის ბარათია, ხოლო MasterCard — ევროპული. ეს თითქმის მართებული აზრია, თუმცა, ორივე ბარათი დიდი ხანია საერთაშორისო სისტემის ბარათებად ითვლება.
მნიშვნელოვანია სხვა რამ:

Visa-სისტემის ძირითადი ვალუტაა აშშ-ის დოლარი (USD - $) მაშინ, როცა MasterCard-ისთვის ძირითად ვალუტას წარმოადგენს, როგორც აშშ-ის დოლარი, ასევე ევრო (USD - $ | EUR - ). ან ყველა ტრანსაქცია მიმდინარეობს ძირითადი ვალუტების კონვერტირებით. მაგათალითად:

თქვენ გერმანიაში ხართ
თქვენი ანგარიში ლარებშია. იმისთვის, რომ გამოიტანოთ ბარათით ევრო:
Visa: GEL — USD — EUR
MasterCard: GEL — EUR
MasterCard უფრო მომგებიანია — ის ერთ კონვერსიას გადის.

თქვენ საფრანგეთში ხართ
თქვენი ანგარიში ევროებშია. იმისთვის რომ გამოიტანოთ ბარათით ევრო:
Visa: EUR — USD — EUR
MasterCard: EUR
MasterCard უფრო მომგებიანია — არც ერთი კონვერსია არ აქვს, ხოლო Visa აქ ართულებს სიტუაციას, ანუ თვით სისტემაში თქვენ მიერ მოთხოვნილი თანხა ჯერ აშშ-ის დოლარებში კონვერსირდება საერთო სისტემის კურსით, ხოლო მერე კვლავ ევროში (უკვე ბანკის კურსით).

თქვენ აშშ-ში ხართ
თქვენი ანგარიში დოლარებშია. იმისთვის, რომ გამოიტანოთ ბარათით დოლარი:
Visa: USD
MasterCard: USD — EUR — USD
აქ Visa ბევრად უფრო ადვილ გზას გადის, შესაბამისად თქვენ ნაკლები ხარჯი გაქვთ.

თქვენ შვედეთში ხართ
თქვენი ანგარიში ლარებშია. იმისთვის, რომ გამოიტანოთ ბარათით შვედური კრონები (შვედეთი არ არის ევრო-ზონის წევრი)
Visa: GEL — USD — EUR — SEK, ან GEL — USD — SEK
MasterCard: GEL — EUR — SEK
Visa-ს ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, როგორც ორმაგი, ასევე სამმაგი კონვერსია, გამომდინარე იქიდან, რომ შვედეთი არის ევროკავშირის წვერი და გამომდინარე ევრობანკის მოთხოვნებისა, ყველა უცხოური ვალუტის კონვერსიისა ის ჯერ უტოლდება ევროს, ხოლო შემდეგში კრონას.

შეჯამება:
• გირჩევთ, ევროპაში ისარგებლოთ MasterCard-ით.
• აშშ-ში —Visa-ბარათით.
• საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გთავაზობთ FBI-ს (იგივე ფედერაციული საგამოძიებო ბიუროს) მიერ გამოქვეყნებული 10 ყველაზე სახიფათო დამნაშავეთა სიას
ქორწილი ყველა ადამიანისთვის საოცნებო, მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული ღონისძიებაა. ვისაც გრანდიოზული და ყველასთვის დასამახსოვრებელი ქორწილის გადახდა სურს
Adami.ge გთავაზობთ რობინ შარმას ათ საინტერესო ციტატას მისივე წიგნიდან - "თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი"
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ცდილობენ, რომ არდადეგები საკუთარ ტერიტორიაზე გაატარონ...
ნასა ზარმაცებს ნამდვილ ოცნებას სთავაზობს - სამსახური საწოლში. ხელფასი კი ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი გააბედნიერებს - 5000 დოლარი 70 დღეში
მოდით, ვნახოთ, რა ღირს კინოსამყაროს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოება ქვია
მოდით, ვნახოთ, თუ გამდიდრების რა პოტენციალი აქვს საბჭოთა მონეტებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს
გამოცემა "Bloomberg"-ის მონაცემებით, რუსული რუბლის გაუფასურების გამო, რომან აბრამოვიჩის ჯიბიდან 449,5 მილიონი "გაფრინდა"
ფულის გამო, ალბათ ნებისმიერის "შეყვარება" შეიძლება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება პეკინის გამზირთან, სასტუმრო
სასწრაფოდ! იყიდება 2-ოთახიანი გარემონ
მეპატრონე!!! იყიდება ახალაშენებულ,ჩაბ
ბინა მდებარეობს გლდანის მე-2...