რა შეიძლება დაგიჯდეთ ქორწილის გადახდა საქართველოში
რა შეიძლება დაგიჯდეთ ქორწილის გადახდა საქართველოში
ქორწილი ყველა ადამიანისთვის საოცნებო, მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული ღონისძიებაა. ვისაც გრანდიოზული და ყველასთვის დასამახსოვრებელი ქორწილის გადახდა სურს, ამ დღისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს, ზოგს უბრალოება და სისადავე ხიბლავს, არიან ისეთებიც, ქორწილში ფულის "გადაყრას" უაზრო ხარჯად რომ მიიჩნევენ და ათასობით ლარს ერთი დღისთვის არ, ან ვერ იმეტებენ. არის შემთხვევები, როდესაც მშობლების დაჟინებული მოთხოვნითა და მათივე ფინანსური მხარდაჭერით, გრანდიოზული ქართული ქორწილი ყველაფრის მიუხედავად, მაინც შემდგარა.

უახლოეს წარსულში ქორწილის ორგანიზება თავიდან ბოლომდე ნეფე-პატარძალსა და მათ ახლობლებზე იყო დამოკიდებული, დღეს კი არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც მომსახურების მრავალფეროვან არჩევანსა და სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ.

ქორწილი კაბის, ნიშნობის ბეჭდების, პატარძლის ვარცხნილობისა და ტორტის გარეშე წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს კი ხელმოწერის ცერემონია, ფოტოგრაფი და ოპერატორი რომ მიამატოთ, საშუალოდ 6 ათას ლარამდე დაგჭირდებათ.

თუკი ქორწილისთვის კაბის დაქირავებას გადაწყვეტთ, მინიმუმ 300 ლარის გადახდა მოგიწევთ, შეძენის შემთხვევაში კი მინიმუმ 500 ლარი უნდა გქონდეთ გათვალისწინებული. ნეფე-პატარძლის ნიშნობის ბეჭდების დასამზადებლად საშუალოდ 800-850 ლარია საჭირო. თუკი ქორწილის მუსიკალურ გაფორმებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ, მუსიკალური ბენდის ან დიჯეის დაქირავება საშუალოდ 400 ლარი დაგიჯდებათ.

ხელის მოწერის ცერემონიის მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, აქაც ყველაფერი თქვენი ჯიბის სისქეზეა დამოკიდებული. თუკი არჩევანს გასვლით ცერემონიალზე შეაჩერებთ, 150-დან 170 ლარამდე გაითვალისწინეთ, ქორწინების სახლში (სამუშაო დღეებში) – 90, შაბათ- კვირას კი 150 ლარი.

თუმცა, საბედნიეროდ, ხელის მოწერის ცერემონია საჯარო რეესტრში სრულიად უფასოა, ყოველგვარი მუსიკალური გაფორმებისა და ზედმეტი ატრიბუტების გარეშე.

და ყველაზე მთავარი, ქორწილის ღირსება, რომელსაც ვერსად წავუვალთ - ქართული სუფრა თავისი უამრავი ღირსებით - 100 სტუმარზე გათვლილი საქორწილო სუფრა საშუალოდ 5000 ლარი.

ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ათასი წვრილმანი, რომლის გარეშეც ქორწილი სრულყოფილი ვერ იქნებოდა: ფოტოგრაფი, ოპერატორი, ტორტი, დარბაზის დიზაინი, რისთვისაც, საერთო ჯამში საშუალოდ 800-დან 900 ლარამდე უნდა გაითვალისწინოთ.

სალომე შიხაშვილი
ADAMI.GE
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
როცა საზღვარგარეთ მიემგზავრები, სასარგებლოა, გქონდეს არა მარტო ნაღდი ფული, არამედ საკრედიტო ბარათიც.
გთავაზობთ FBI-ს (იგივე ფედერაციული საგამოძიებო ბიუროს) მიერ გამოქვეყნებული 10 ყველაზე სახიფათო დამნაშავეთა სიას
Adami.ge გთავაზობთ რობინ შარმას ათ საინტერესო ციტატას მისივე წიგნიდან - "თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი"
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ცდილობენ, რომ არდადეგები საკუთარ ტერიტორიაზე გაატარონ...
ნასა ზარმაცებს ნამდვილ ოცნებას სთავაზობს - სამსახური საწოლში. ხელფასი კი ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი გააბედნიერებს - 5000 დოლარი 70 დღეში
მოდით, ვნახოთ, რა ღირს კინოსამყაროს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოება ქვია
მოდით, ვნახოთ, თუ გამდიდრების რა პოტენციალი აქვს საბჭოთა მონეტებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს
გამოცემა "Bloomberg"-ის მონაცემებით, რუსული რუბლის გაუფასურების გამო, რომან აბრამოვიჩის ჯიბიდან 449,5 მილიონი "გაფრინდა"
ფულის გამო, ალბათ ნებისმიერის "შეყვარება" შეიძლება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ბინა მდებარეობს გლდანის მე-2...
სასწრაფოდ! იყიდება 2-ოთახიანი გარემონ
იყიდება პეკინის გამზირთან, სასტუმრო
ქირავდება ჭავჭავაძის 51-ში (რუსეთის...