ქალების აზრით, იდეალური მამაკაცის 15 თვისება
ქალების აზრით, იდეალური მამაკაცის 15 თვისება
დიახ, ქალები სასწაული ფანტაზიორები არიან. ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უწინ, ჯერ კიდევ მაშინ როცა ადამიანები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებებში და იკვებებოდნენ მამაკაცის მიერ მოპოვებულ ნადირით, ქალები ისხდნენ კერის გარშემო და ქმნიდნენ იდეალური მამაკაცის ხატს. მერე ეს გადასცეს თავიანთ ქალიშვილებს, ამათმა თავიანთ ქალიშვილებს და ა.შ. სანამ ეს ჩაინერგა რაღაც გენეტიკურ კოდად მე-19 ქრომოსომის უკანა ფეხებში. მოკლედ, ჩვენ შევაგროვეთ შენთვის 15 თვისება, რომლებიც ჩვენ - კაცებმა უნდა მოვიზომოთ, რათა ქალებმა აღვიქვან იდიალურებად.
ესე იგი, იდეალური მამაკაცის 15 თვისება:

1. ქალებზე საუბარს იწყებს ფრაზით - ”ყველა ქალი ერთნაირი არ არის! მაგალითად ჩემი ცოლი”...

2. მას არ მოსწონს მოდელები (ზოგადად გრძელი ფეხები არ მოსწონს, მისთვის მთავარია მისი შინაგანი სამყარო), არც ფრიკები;

3. როცა მამაკაცი ავად არის, ის არ იქცევა ისე, რომ ქალი ოცნებობს ”როდის ჩაძაღლდება ეგ დეგენერატი”;

4. როცა მას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, ის არ ლოთობს და არც პირშუქად ზის მთელი საღამოს განმავლობაში, არამედ სიხარულით იღებს გამოწვევებს და ადვილად უმკლავდება;

5. ის ძალიან კარგად უგებს ბავშვებს, როგორც პატარებს, ისე თინეიჯერებსაც. თუ საჭიროა შეუძლია ახსნას ინტეგრალები და ლოგორითმები;

6. მის სანათესაოში არ ფიქრობენ, რომ მისი წინა შეყვარებული უფრო უხდებოდა მას;

7.
თუ გატაცებულია კოლექციონირებით, მაშინ ეს კოლექციის საგანი არ არის დიდი, არც ძვირი და არც მტვრიანი;

8. მას არ უყვარს ფეხბურთი და უყვარს სექსი;

9. მედიკოსები შოკში არიან - მამაკაცთა ამ ტიპს არ უყვარს ფლეისთეიშენი, ქსელური ვიდეო-თამაშები და არც ძირს დაყრილი წინდები;

10. მას ზეპირად ახსოვს ქალის დაბადების დღე, ზოდიაქოს ნიშანი, დედამისის დაბადების დღე, მისი დაქალის - კატოს დაბადების დღე და ისიც, თუ რამდენ თვეში ბრუნდება სტოქჰოლმიდან დაქალი. იცის, რომელი ნაყინი უყვარს მის მეორე ნახევარს, რა ზომის ფეხი აქვს, რამდენ შაქარს უმატებს ყავას და ისიც, რაც ქალმა არ იცის თავის შესახებ;

11. მას კარგი მეგობრები ჰყავს. მამაკაცის მეგობრებმა არ უნდა დაპატიჟონ ბარში ლუდის დასალევად იმიტომ, რომ ის ეგრევე კარგავს იდეალური მამაკაცის სტატუსს;

12.
ის არის ხალისიანი, აქვს იუმორი კარგი გრძობა, ლამაზი ღიმილი, სწორი თეთრი კბილები, ცისფერი/მწვანე თვალები და წითური ან შავი წამწამები;

13. ის ყოველთვის პირველი აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა. ყველაფერთან ერთად, ის არასდროს უყვირის ქალს;

14. მის პასპორტში არის მოქმედი შენგენ-ვიზა და ის მუდამ მზად არის წაიყვანოს თავისი ქალი პარიზში;

15.
მას ესმის, რომ თვეში ერთხელს ქალს რთული პერიოდი აქვს, ამიტომ უფრო ელასტიკური ხდება.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ყველა მამაკაცი ქალზე საშუალოდ ყოველ 7 წუთში ერთხელ ფიქრობს. თუ შენ ქალებზე უფრო ხშირად ფიქრობ, სექსულურად დამოკიდებული ადამიანი ხარ.
წარმოგიდგენთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ადამიანთა ბუნება და გაუმკლავდეთ სტრესს
ADAMI.ge წარმოგიდგენთ 2 საკმაოდ ადვილ სავარჯიშოს, რომელთა მეშვეობით შეძლებ მეხსიერების გამოცდას
დიზაინერმა იანგ ლიუმ გამოსცა წიგნი «Man Meets Woman», რომელშიც წარმოდგენილია ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები.
ADAMI.ge წარმოგიდგენთ მათ დღიურებს - განსხვავებას თქვენ თვითონ ნახავთ. ;)
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი (ყდჰს) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობა ბავშვებში.
ის, რომ ყავა შეიცავს ენერგიულ მარაგს, რომელიც ძალიან გვჭირდება რუთინული ცხოვრების წესის დროს, ვიცით.
მილიონი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაშორდე შენს შეყვარებულს და სამი მეთოდი, თუ როგორ მოაგვარო ეს
ეს არის ჩვეულებრივი სტატია, სადაც თავმოყრილია ის ფაქტორები, რომლებიც  ქალებში ჩვენდამი სიმპატიას იწვენენ.
ამ წამს შემოხვედი და არაფერი გითქვამს, თუმცა, ადამიანმა, რომელთანაც გაქვს შეხვედრა, უკვე მიიღო პირველი შეტყობინება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ძალიან სასწრაფოდ! ნამდვილად უპრეცედე
პიქსელის შენობაში იყიდება სავაჭრო...
იყიდება ორ ოთახიანი ბინა...
ძალიან სასწრაფოდ და იაფად!!!...