ღერძზე აზიდვის 5 საუკეთესო გზა
ღერძზე აზიდვის 5 საუკეთესო გზა
1. ჩვეულებრივი აზიდვა ღერძზე

შედეგი: დაგეხმარება კარგად დაკუნთო მხრები და ზურგის ზედა ნაწილი. ეს გაგხდის უფრო ძლიერს. ზოგადად მოცემული სავარჯიშო საბაზისოა. ამიტომ, საჭიროა ამ სავარჯიშოს კარგად შესრულება.

როგორ შევასრულოთ: დადექი სკამზე, ჩასჭიდე ღერძს ხელები (ხელები მხრების სიგანეზე ოდნავ ფართოდ), შემდეგ წარმოიდგინე, რომ ხელის მტევნით ცდილობ ღერძის მოგუდვას.


2. შებრუნებული მხრების აქაჩვა

შედეგი: ხსნის დატვირთვას ტრაპეციული კუნთებიდან, გადააქვს ის ზურგის ფართო კუნთებზე და დიდ მრგვალ კუნთებზე.

როგორ შევასრულოთ: ჩასჭიდე ღერძს ხელები ზემოდან. დაწიე ბეჭები ქვევით. იგრძნობ დაძაბულობას შენს ფართო კუნეთბში, იღლიაში.

ყურადღება: ტრავმის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ ამ სავარჯიშოს შესრულება შეგიძლიათ

3. მოემზადე დარტყმისთვის

შედეგი: მამაკაცთა უმეტესობა ღერძზე აზიდვებს ასრულებს მოხრილი ზურგით, რაც ძალიან ხშირად ზურგის ტრავმის წინაპირობა ხდება. საჭიროა მუცლის კუნთების დაძაბვა ისე, ვითომ ახლა მიიღებ დარტყმას ამ არეალში.

როგორ შევასრულოთ: ჩასჭიდე ღერძს ხელები და წარმოიდგინე, რომ ჭიპს სწევ ნეკნებთან (ანუ შეასრულე ე.წ. ვაკუუმი).

4. დაჭიმე დუნდულები

შედეგი: დაჭიმე დუნდულები და ერთად შეკარი ბარძაყი, რათა შენი ტანის ქვედა ნაწილი იყოს სრულად დაჭიმული და დამოკიდებული ზედა ნაწილზე, ხოლო ფეხები არამერყევი.

როგორ შევასრულოთ: ჩასჭიდე ღერძს ხელები, მთლიანად ტანი უნდა იყოს დაძაბული, ყველა კუნთი ტონუსში და ფეხებს არ გაამოძრაოთ.

5. იმოძრავე, როგორც სრული ერთეული

შედეგი: დაჭიმე მთელი სხუელი, რათა აამუშაო ტანის კუნთების უმეტესობა: დუნდულები, ბიცეფსები, ბარძაყი, კორპუსი და ა.შ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გიორგი ვასაძე, პირველი ქართველი მონაწილე იყო ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც Men's Physique-ში საქართველოს სახელით მონაწილეობდა
ადამიანებს მოსწონთ, როცა თამასას დიდხანს იკავებენ. სხვათაშორის, თამასას რეკორდი გასულ კვირას დადგინდა - 5 საათზე მეტი.
ჩვენმა რედაქციამ შეარჩია 7 საუკეთესო სავარჯიშო მუცლის გვერდითი კუნთების განვითარებისთვის
რა სირთულეებს უკავშირდება Men's physique-ში საქმიანობა და რატომ ეუბნება კატეგორიულ უარს ნიკოტინს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ამის შესახებ ქართველი ათლეტი გიორგი ვასაძე adami.ge-ს ესაუბრა
ამ ვიდეოში გაჩვენებთ იმ ადამიანების ქცევებს, რომლებიც საკუთარი არც ისე ღრმა ცოდნით ცდილობენ ვარჯიშს და ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან სასაცილოდ გამოსდით
ეს ერთი შეხედვით პატარა და კომპაქტური მოწყობილობა სახლიდან გაუსვლელად, ფანტასტიკურ შედეგს გთავაზობთ
აუცილებელია, მიირთვათ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
მეპატრონე!!! იყიდება ახალაშენებულ,ჩაბ
სასწრაფოდ! იყიდება 2-ოთახიანი გარემონ
ბინა მდებარეობს გლდანის მე-2...
ქირავდება ჭავჭავაძის 51-ში (რუსეთის...