ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში და უკან - Adami.ge-ს რედაქციის ექსპერიმენტი
ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში და უკან - Adami.ge-ს რედაქციის ექსპერიმენტი
ავტოსტოპი: ბევრ ქვეყანაში გავრცელებული წესი, რომლის მიხედვითაც მოგზაურები გზად მიმავალ ავტომობილს ხელის აწევით აჩერებენ და გაჰყვებიან გარკვეულ პუნქტამდე; დანიშნულების ადგილას მისვლამდე შეიძლება ბევრი ავტომობილი გამოიცვალონ (ასეთი წესით მოგზაურებს ავტომანქანების პატრონები ფასს არ ახდევინებენ).

14 ივლისს Adami.ge-ს რედაქციამ ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. ორი რედაქტორი, 0-ლარიანი ბიუჯეტით, ორ-ორი სენდვიჩითა და თითო ბოთლი წყლით ავტოსტოპით მოგზაურობის პირველი გამოცდილების მისაღებად თბილისის გასასვლელში, კარფურთან დავდექით.

ვინაიდან ეს ჩვენი პირველი გამოცდილება იყო, წარმოდგენა არ გვქონდა, რა დრო და რამდენი მანქანის გამოცვლა დაგვჭირდებოდა ბათუმში ჩასასვლელად, ამიტომ ყველაზე უარესისთვისაც მზად ვიყავით; შევეგუეთ აზრს, რომ შესაძლოა, პირველ მანქანას ერთ ან ორ საათში გაეჩერებინა, რადგან არც ერთ ჩვენგანს არ აქვს გრძელი, ლამაზი ფეხები Laughing.

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ როგორც შედეგმა აჩვენა, გავრცელებული აზრი, რომ თუ გინდა ვინმემ მანქანა გაგიჩეროს, აუცილებლად აშოლტილი ასული უნდა დაიყენო გვერდითო, მითია და მეტი არაფერი Wink.

19:00 იყო, როდესაც პირველად ავღმართეთ ცერა თითი და ჰოი, საოცრებავ, სულ რაღაც 5 წუთში პირველი ავტომობილი გაჩერდა Cool.

ჩვენი პირველი მასპინძელი გორში მიდიოდა. ახალგაზრდა, კომუნიკაბელური ტიპი იყო. თბილისიდან გორში ქორწილში მიდიოდა და გაგვიყოლა. 45 წუთში უკვე გორის გადასახვევთან ვიყავით. სტარტისთვის ძალიან კარგი შედეგი იყო.

მეორე მანქანის გაჩერება, ალბათ იმიტომ, რომ უკვე ავტობანზე ვიყავით, სადაც დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანებს ნაკლებად ანაღვლებთ ავტოსტოპერები, გაგვიჭირდა.

35-წუთიანი ლოდინის შემდეგ მანქანა ერთ-ერთი მობილური ოპერატორის სერვისცენტრის საშუალო დონის მენეჯერმა გაგვიჩერა. 20:20-დან 20:56-მდე ხაშურამდე მგზავრობას მოვანდომეთ.

იმის გამო, რომ შუა ქალაქში ვიყავით, საჭირო იყო ფეხით გვევლო, რომ ქალაქის გასასვლელში მოვხვედრილიყავით, რადგან აშკარა იყო, რომ ქალაქში არავინ გააჩერებდა.

ფეხით სიარულში ჩამოღამდა კიდეც. საკვების მარაგიდან პირველი სენდვიჩები მივცხეთ, ზედ ეზოებიდან გადმოწეული ქლიავიც მივაყოლეთ და წყლის მარაგიც განვაახლეთ.

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ქალაქში სიარულში ის დრო დავხარჯეთ, რაც მანქანების გაჩერებას მოაკლდა, და კიდევ იმის გამო, რომ უკვე ღამე იყო, მომდევნო მანქანის გაჩერებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინი მოგვიწია. ხაშურში მანქანამ 1 საათის მერე გააჩერა; 20:56-დან 21:55-მდე იქ ვიყურყუტეთ Yell.

ცხადია, არასდროს ვუქნევდით ხელს ტაქსებსა და "მარშრუტკებს", მაგრამ ზოგჯერ, როდესაც მანქანების დიდი ნაკადი მოდიოდა, ვერ ვასწრებდით რეაგირებას და ჩვენს გაწვდენილ ცერს, რომელიც ავტოსტოპის ჟესტია, "მარშრუტკები" ვერ ხვდებოდნენ და იმის გამო, რომ მგზავრები ვეგონეთ, გვიჩერებდნენ. ცხადია, ვუხსნიდით, რომ მისთვის ხელი არ დაგვიქნევია და რომ უბრალოდ, კეთილ გამვლელ მძღოლებს ვაჩერებდით, მაგრამ "მარშრუტკების" მძღოლები მაინც ოდნავ გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები გვტოვებდნენ Laughing. მაგრამ ალბათ, ხაშურში ჩვენი უკვე უიმედო სტოპი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მორიგი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელმაც სრულიად გააზრებულად გაგვიჩერა და მას შემდეგაც, რაც ავუხსენით, რომ ავტოსტოპით მივდიოდით, დაჯექითო, გვითხრა Foot in mouth.

სწორედ "მარშრუტკის" დახმარებით ჩავაღწიეთ ხაშურიდან ქუთაისამდე და ამას 21:55-დან 23:58-მდე დრო დასჭირდა.

ქუთაისში, იმის გამო, რომ ვერ გავითვალისწინეთ, არა ქალაქში, არამედ ქალაქამდე ჩამოვსულიყავით, მომდევნო მანქანის ავტობანზე გაჩერების გამო, კიდევ დავკარგეთ დრო ფეხით სიარულში ქალაქის გასასვლელამდე. საბოლოოდ, 00:16-ზე ბათუმში მიმავალმა მანქანამ გაგვიჩერა და მათი წყალობით დანიშნულების ადგილზე 02:25-ზე ჩავედით.

მეტი დეტალებისგან რომ აღარ დავღალოთ მკითხველი გეტყვით, რომ 7-საათნახევრიანი მგზავრობა თბილისიდან ბათუმამდე, რისთვისაც 4 ტრანსპორტი გამოვიცვალეთ, ნაკლებად დამღლელი და ბევრად კომფორტული აღმოჩნდა Adami.ge-ს რედაქციისთვის, ვიდრე იგივე მარშრუტის მატარებლით, "მარშრუტკით" ან თუნდაც მანქანით ჩასვლა (თვითმფრინავით ჯერ არ გვიცდია ამ გზის გავლა Laughing).

ბათუმიდან წამოსვლამ ჩვენი კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მოითხოვა. შესაძლოა, იმიტომ, რომ არასწორად შევარჩიეთ გამოსვლის დრო. ბათუმიდან შუადღისით გამოვედით და 14:00 ხდებოდა, როდესაც მახინჯაურში დავდექით. შემდეგ კი, თბილისამდე ჩამოსვლისთვის 5 მანქანის გამოცვლა და თითქმის 7-საათიანი მგზავრობა მოვანდომეთ.
მარშრუტი: ბათუმი-მახინჯაური, მახინჯაური-ციხისძირი, ციხისძირი-სამტრედია, სამტრედია-ქუთაისი, ქუთაისი-ზესტაფონი, ზესტაფონი-გორი, გორი(ავტობანი)-თბილისი.

საინტერესო სტატისტიკა:

  • ძირითადად, აჩერებენ ტიპები, რომლებიც მარტო მგზავრობენ; მხოლოდ ერთხელ გაგვიჩერა წყვილმა;
  • ახალგაზრდა გოგონები არ აჩერებენ; თუ თქვენ გაგიჩერებენ ოდესმე, მოგვწერეთ და გავიზიარეთ თქვენი სიხარული Cool;
  • აჩერებენ მიუხედავად ასაკისა, როგორც ახალგაზრდები, ასევე შუა ხნის ხალხი, თუმცა, მეტწილად, ცხადია, უფრო ახალგაზრდები.
  • პირობითად, ათი ავტომობილიდან სამში უსმენენ პანჩოს, მგზავრებს. არ უსმენენ სუფრულ სიმღერებს, ან ისინი, ვინც ასეთებს უსმენენ, არ აჩერებენ Laughing.
  • მაგარი და ძვირადღირებული მანქანები არ აჩერებენ! მგონია, რომ ავროსტოპის ჟესტი - გაშვერილი ცერა თითი,  მათ კომპლიმენტად მიიღეს და იფიქრეს, რომ ამით ვანიშნებდი სგ ბრატ, მაგარი მანქანა გყავსმეთქი და ამიტომაც იბღინძებოდნენ და აგრძელებდნენ გზას Laughing.

უცნაური ფაქტი:

ზესტაფონის გამოსასვლელში, სადაც ასევე საკმაოდ დიდი ხნით მოგვიწია დგომა, გაგვიჩერა ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ავტომობილმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ), საიდანაც გადმოვიდა ორი ტიპი და რუსულად გვითხრა, თბილისში თუ მოდიხართ წამოდითო, მაგრამ 50 ლარი გადაგვიხადეთო Laughing.

დასანანი ფაქტი:
ისევ ზესტაფონის გასავლელთან, სასულიერო პირმა ჩაგვიარა. არაფერი, უბრალოდ ღვთისნიერი საქციელი იქნებოდა თუ გაგვიჩერებდით, მამაო Smile.

Adami.ge-ს რედაქცია მადლობელია ყველა იმ მძღოლის, ვინც ჩვენი გაშვერილი ცერა თითი შეამჩნია, გაგვიჩერა და მოგვცა მოგზაურობის საშუალება!
ვიმედოვნებთ, რომ მძღოლებს, რომლებსაც აქამდე არ გიფიქრიათ გაიყოლოთ ხოლმე ავტოსტოპერები, ამის შემდეგ შეიცვლით მოსაზრებებს.

შემდეგ პოსტში ბათუმის ღამის ცხოვრებაზე დავწერთ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
დაოჯახებული ხარ? ზღუდავენ შენს თავისუფლებას? მაშინ ეს სტატია შენთვისაა
ADAMI.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის წარმოდგენა.
19 სამარცხვინო რამ, რასაც ყველა ქალი აკეთებს, თუმცა, არასდროს აღიარებს
იცით რა განსხვავებაა მეგობარსა და ძმაკაცს შორის? უკანასკნელი თავხედი ლოთია, თუმცა, შენც არანაკლები ხარ და იცი, რომ მარტო ის თუ გაგიგებს
ამერიკულმა სტუდია XVIVO, რომელიც სამეცნიერო ანიმაციითაა დაკავებული,  გვთავაზობს ულამაზეს პროექტს, სახელად ”ადამიანის სტრუქტურა”.
კოღოებმა და მსგავსმა უნამუსო მწერებმა შეიძლება გაგიფუჭონ დასვენება. ეს პატარა სისხლისმსმელები ბირთვულ იარაღს უტოლდებიან.
დავუშვათ, შეხვდი შენი ოცნების ქალს, შენ მზად ხარ მისთვის  გააკეთო ყველაფერი, გარდა ერთი რამისა - შენ არ ხარ მზად შეიცვალო.
მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
11 გენიალური გამოგონება, რომლებზეც ვოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია!
საქართველოს ოთხივე პრეზიდენტი ერთ ინფოგრაფიაში: განათლება, თანამდებობაზე ყოფნის დრო, ოჯახი
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება...
სასწრაფოდ იყიდება DEMAX-ის ელიტალურ...
ი ყ ი დ...
იყიდება, აგარაკი საგურამოსთან 4...