მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი
მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი
სერიული მკვლელი სამართალდამნაშავეა, რომელმაც 1) მინიმუმ 3-ჯერ მოახდინა მკვლელობა (FBI-ის ტერმინოლოგიის მიხედვით - 2-ჯერ), 2) მოკლა მინიმუმ 4 ადამიანი, რომელიც მისთვის ერთი სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. ნუ გერევათ ერთმანეთში სერიული მკვლელი და მასიური მკვლელი (უკანასკნელის შემთხვევაში საქმე ხშირად ტერორთან, გენოციდთან და მასთან გაიგივებულ ტრაგედიებთან გვაქვს). სერიული მკვლელი ეძებს თავის მსხვერპლს შემთხვევითი მეთოდით, ხშირად ბიჯებით, მაგ. ”მოვკლავ მე-4 ქალს, თუ მას ექნება ქერა თმა; თუ ის იქნება შავგრემანი - მოვკლავ მე-5” და ა.შ.

ამ თემამ ძალიან დაგვაინტერესა, ამიტომ ADAMI.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის წარმოდგენა.

1. ელისაბეტ ბატორი
Adami
უნგრელი კნეინა, რომელიც თვლიდა, რომ მისი სილამაზე არ გამკრთალდებოდა, თუ კი ის ყოველკვირეულად მიიღებდა აბაზანას ახალგაზრდა ქალწულთა სისხლში. ამრიგად, მან დაღუპა 600-ზე მეტი გოგონა და დღესდღეობით ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელია. სხვათაშორის, როცა იმპერატორმა გაიგო, ყველა მის დამხმარეს მოჰკვეთა თავი, ხოლო კნეინას ხელი არ ახლო. ის ცხოვრობდა საგრაფოს სასახლეში სიცოცხლის ბოლომდე, სადაც 1614 წელს გარდაიცვალა.

2. ჟილ დე რეი
Adami
ფრანგი ბარონი, რომელიც ლეგენდის თქმით, ჟანა დ’არკის ერთ-ერთი ”თანამოძმე” იყო. ცნობილია, რომ მას დასდეს ბრალი დემონიზმში, ჯადოქრობასა და ჩვილთა კვლაში, რის შედეგადაც 1440 წელს თავი მოკვეთეს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მან მოკლა 800-მდე ადამიანი (სხვა ცნობებით 200-მდე), მათ შორის საყვარელი-ქალები და მამაკაცები. ის ასევე იტაცებდა ბავშვებს, აუპატიურებდა და სქესობრივი ორგაზმის დროს კლავდა.

3. ჯეკ მფატრავი
Adami
ჯეკ მფატრავი (Jack the Ripper) — ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელისა, რომელიც 1888 წელს, ლონდონის ღარიბულ უბან — უაითჩეპელში გამოჩნდა. მისი მეტსახელი პირველად ანონიმურ წერილში გაჟღერდა, სადაც ავტორი თავს მკვლელად ასაღებდა. უმეტესობამ ეს წერილი სიცრუედ და თაღლითობად მიიჩნია, თუმცა, ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და ლონდონი ახალმა მითქმა–მოთქმამ მოიცვა. იხილეთ სრული სტატია >>>>

4. დევიდ ბერკოვიც

1970-იანებში აშშ-ის ფოსტის მუშაკმა 24 წლის დევიდ ბერკოვიცმა დახვრიტა 6 ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალი, ასევე დაჭრა 7 ადამიანი. 1977 წელს ის დააპატიმრეს, სასამართლომ დევიდს 365-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ახლა 62 წლის მკვლელი აშშ-ის ერთ-ერთ ციხეში ზის. მას 327 წლის სასჯელის მოხდა დარჩა.

5. ალბერტ ფიში
Adami
ალბერტ ფიშის მსვერპლთა რაოდენობა უცნობია (3-დან 15-მდე ადამიანი). მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და დასაჯეს იმის გამო, რომ დამტკიცდა მხოლოდ ერთი მსხვერპლის - 10 წლის გრეის ბადის მკვლელობა. ალბერტი პათოლოგიური მტყუანი იყო. მაგალითად ერთ-ერთ ჩვენებაში მან განაცხადა რომ შეჭამა გრეისი, ხოლო მერე თქვა, რომ მარტო გააუპატიურა ის.

6. თეოდორ რობერტ ბანდი
Adami
1970-იანებში აშშ-ის ამ მკვლელმა სულ მცირე 36 ახალგაზრდა ქალი და გოგონა მოკლა. 1976 წლის დაპატიმრების შემდეგ მან შეძლო გაქცევა, თუმცა, 1978 წელს დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ამის მიუხედავად, მისი მოკვლა მხოლოდ 1989 წელს მოხდა. ამ წლების განმავლობაში FBI ატარებდა მასზე სერიული მკვლელების ქცევის კვლევას.

7. ჰენრი ლი ლუკასი
Adami
ექსპერტთა აზრით, აშშ-ში იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სერიული მკვლელი, რომელმაც სულ მცირე 150 ადამიანი მოკლა. მას ჰყავდა საყვარელი ოტის ტული, რომელთან ერთადაც ისინი კლავდნენ ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს. ლუკასი დააკავეს 1983 წელს, დაამტკიცეს 11 მკვლელობა და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, თუმცა, 1998 წელს შეცვალეს სასჯელი სამუდამო პატიმრობით. ის გარდაიცვალა 2001 წელს გულის უკმარისობით, ოტის ტული კი რამდენიმე წლით ადრე. აღსანიშნავია, რომ ოტის ტულს მისჯილი ჰქონდა 6 სამუდამო პატიმრობა!

8. ანდრეი ჩეკატილო

ჩეკატილო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სერიული მკვლელია საბჭოთა კავშირში. ოფიციალური მონაცემებით, 1978 წლიდან 1990 წლამდე მან 53 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა შორის იყო 21 ბიჭი, რომელთა ასაკი მერყეობდა 7 წლიდან 16 წლამდე, 14 გოგონა — 9-იდან 17 წლამდე; მსხერპლთა შორის იყვნენ აგრეთვე 17 გოგო და ქალი. მისი მეტსახელებია: „ცოფიანი ცხოველი“, „როსტოველი მფატრავი“, „წითელი მფატრავი“, „ტყის ზოლის მკვლელი“, „მოქალაქე X“, „საბჭოთა ჯეკ-მფატრავი“. ჩიკატილოს მიერ ჩადენილი მკვლელობებისათვის შეცდომით დახვრიტეს ალექსანდრე კრავჩენკო.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
14 ივლისს Adami.ge-ს რედაქციამ ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. ორი რედაქტორი, 0-ლარიანი ბიუჯეტით, ორ-ორი სენდვიჩითა და თითო ბოთლი წყლით ავტოსტოპით მოგზაურობის პირველი გამოცდილების მისაღებად თბილისის გასასვლელში, კარფურთან დავდექით.
დაოჯახებული ხარ? ზღუდავენ შენს თავისუფლებას? მაშინ ეს სტატია შენთვისაა
19 სამარცხვინო რამ, რასაც ყველა ქალი აკეთებს, თუმცა, არასდროს აღიარებს
იცით რა განსხვავებაა მეგობარსა და ძმაკაცს შორის? უკანასკნელი თავხედი ლოთია, თუმცა, შენც არანაკლები ხარ და იცი, რომ მარტო ის თუ გაგიგებს
ამერიკულმა სტუდია XVIVO, რომელიც სამეცნიერო ანიმაციითაა დაკავებული,  გვთავაზობს ულამაზეს პროექტს, სახელად ”ადამიანის სტრუქტურა”.
კოღოებმა და მსგავსმა უნამუსო მწერებმა შეიძლება გაგიფუჭონ დასვენება. ეს პატარა სისხლისმსმელები ბირთვულ იარაღს უტოლდებიან.
დავუშვათ, შეხვდი შენი ოცნების ქალს, შენ მზად ხარ მისთვის  გააკეთო ყველაფერი, გარდა ერთი რამისა - შენ არ ხარ მზად შეიცვალო.
მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
11 გენიალური გამოგონება, რომლებზეც ვოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია!
საქართველოს ოთხივე პრეზიდენტი ერთ ინფოგრაფიაში: განათლება, თანამდებობაზე ყოფნის დრო, ოჯახი
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება