რით განსხვავდება ქართველი კაცი ევროპელი და რუსი მამაკაცისგან - ანუ, როდესაც კარგზე ცუდი და ცუდზე კარგი ხარ
რით განსხვავდება ქართველი კაცი ევროპელი და რუსი მამაკაცისგან - ანუ, როდესაც კარგზე ცუდი და ცუდზე კარგი ხარ
ქართველი, რუსი და ევროპელი მამაკაცი სამი განსხვავებული არსებაა, მათ შორის უმთავრესი განსხვავებაა მენტალობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა.

მაგალითად, ქართველი კაცი არასოდეს აპატიებს მეუღლეს ღალატს, მეტიც, თუ უშუალოდ მომენტზე წაასწრო შესაძლოა, მოკლას, როგორც მეუღლე, ისე მისი საყვარელი და დარჩენილი ცხოვრება გაატაროს ციხეში, მაშინ, როცა ევროპელ მამაკაცთა უმეტესობამ, შესაძლოა, საერთოდ არ ატეხოს ხმაური და ცივილიზებული ფორმით გადაწყვიტოს საქმის მოგვარება. მიმართოს სასმართლოს, მოითხოვოს ცოლთან გაყრა და შეურაცხმყოფელი ცოლის გამო, არ დაისამაროს მთელი ცხოვრება.

რაც შეეხება რუს მამაკაცს, არაა გამორიცხული, საკუთარი ცოლის საყვარელთან იმავე საღამოს დალევა დაიწყოს.

ყველა ქართველ კაცში სძინავს კალათბურთელს, რომელიც თავს მაშინ იჩენს, როდესაც საქმე ნაგვის გადაყრაზე მიდგება. ქართველი მამაკაცი დაახლოებით 2-3 მეტრიდან ისვრის ჩამქვრალი სიგარეტის ნარჩენს (ანუ სამქულიანი სურს) და თუ ის არ მოთავსდა "კალათში", დიდი ალბათობით დაკარგული "ბურთის" მოხსნაზე ბრძოლას არ დაიწყებს.

ევროპელი მამაკაცი აუცილებლად მივა და ჩააგდებს სიგარეტის ნამწვს იქ, სადაც მისი ადგილია, რაც შეეხება რუს მამაკაცს, არაა გამორიცხული მან უკვე ჩაგდებული ნამწვი ამოიღოს და ის მოწიოს, ხოლო თუ თვითონ ეწევა, გვერდითაც რომ ჰქონდეს ნაგვის ურნა,  მაინც იქ დააგდებს სადაც დგას.

ბევრი ქართველი კაცისთვის ვაჟკაცობა სასმელის რაოდენობაში გამოიხატება, ამიტომაც, უბრალო დროსტარება ღრეობაში გადადის ხოლმე. ხშირად ქართველები იმიტომაც ვსვამთ, რომ სითამამე მოგვემატოს.
ევროპელი მამაკაცების უმეტესობა შესაძლოა, 4-5 საათი იჯდეს მაგიდასთან და მხოლოდ ერთი ჭიქა დალიოს, თუმცა, ის სრულებით არ ჩათვლის, რომ ქართველ კაცზე ნაკლები დრო გაატარა.
რაც შეეხება რუსს, ის სვამს მანამ, ვიდრე ჭურჭელში რჩება, თუნდაც ერთი წვეთი, მას შემდეგ კი რაც ეს ერთი წვეთიც ამოიწურება, იწყებს ახლის ძებნას.

ქართველი გულშემატკივარი მამაკაცი არსებობს მხოლოდ იმ დროს, როდესაც საკუთარი გუნდი უტევს, სხვა დროს ის მხოლოდ მაყურებელია, ხოლო თუ საკუთარი გუნდი აგებს, მაშინ არც შეტევის დროს არსებობს. როდესაც ანგარიში მეტოქის სასრგებლოდაა, ქართველი გულშემატკივრისათვის საფეხბურთო მატჩი სრულდება მე-80 წუთზე. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მერე ბევრი ხალხი გამოვა და ტრანსპორტირება პრობლემა იქნება. ჩვენთან, თუ ფანებთან არ ზიხარ, ყვირილი "ტეხავს".
ევროპაში გულშემატკივრობა საკულტო დონეზეა აყვანილი და მემკვიდრეობით გადაიცემა. მაგალითად, შესაძლოა, ინგლისის რანგით უკანასკნელი დივიზიონის ბოლო ადგილოსანს ისეთი გულშემატკივრები ჰყავდეს, რომლებიც 90 წუთი არ გაჩერდებიან. ევროპაში გულშემატკივრობა და საყვარელი გუნდი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც შეეხება რუსეთს, იქ საქართველოსთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ევროპამდე მათაც ისევე ბევრი უკლიათ, როგორც ჩვენ.

ქართველი მამაკაცი არასოდეს დაურეკავს პოლიციას, თუ ის დანაშაულის მომსწრე გახდება, მეტიც, თუ პოლიციამ მისი იქ ყოფნა შეიტყო, მოწმედაც არ დადგება (ალბათ იმიტომ, რომ კაი ბიჭური არაა; სხვა შემთხვევაა, თუ თხოვეს, რომ "საქმის თვალი" იყოს, მაგრამ არის ერთი პრობლემა - "საქმის თვალს" არ აღიარებს სასამართლო).
ევროპაში პოლიციაში დარეკვა დაუწერელი კანონია და ამის გამო, ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი ყოფაქცევის მდედრის იარლიყს არავინ მიაკერებს.
რაც შეეხება რუსეთს, აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
დარეკვით შესაძლოა, დარეკონ, მაგრამ აზრი არ აქვს.

ქართველი მამაკაცი ყოველთვის ცდილობს ჰყავდეს ბოლო მოდელის მანქანა და ჰქონდეს ბოლო თაობის მობილური ტელეფონი, თუმცა, ხშირად ამ მანქანაში ჩასასხმელი ბენზინის ფულს სესხულობს ან ეკონომიის მიზნით, გადაყავს გაზზე.
ევროპაში ყიდულობენ იმას, რასაც მათი ჯიბე გაწვდება და საერთოდ არ ცდილობენ, ვინმეს თავი მოაწონონ;
რაც შეეხება რუსეთს, აქ მანქანაში ჩასასხმელი საწვავის პრობლემა შედარებით მოგვარებულია, მაგრამ ადგილობრივი წარმოების აღორძინების მიზნით, უცხოური მანქანის განბაჟებაზე იმხელა თანხაა დაწესებული, რომ ბევრი რუსი მხოლოდ "ლადას" მანქანით სიარულს არჩევს, ბუნერბივია, არა ყველა მათგანი.

ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ განსხვავებებისა, რაც ქართველებს, ევროპელებსა და რუსებს გვაქვს. ამ ჩამონათვალში მხოლოდ ნაკლოვანებები ჩამოვთვალე და იმედია, ამის გამო, ქართველთმოძულედ არ მიმიჩნევენ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრზე ბევრი კარგი თვისება გვაქვს.

ქართველი მამაკაცი - ლადო გოგოლაძე,
სპეციალურად ADAMI.GE-სთვის.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
14 ივლისს Adami.ge-ს რედაქციამ ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. ორი რედაქტორი, 0-ლარიანი ბიუჯეტით, ორ-ორი სენდვიჩითა და თითო ბოთლი წყლით ავტოსტოპით მოგზაურობის პირველი გამოცდილების მისაღებად თბილისის გასასვლელში, კარფურთან დავდექით.
დაოჯახებული ხარ? ზღუდავენ შენს თავისუფლებას? მაშინ ეს სტატია შენთვისაა
ADAMI.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის წარმოდგენა.
19 სამარცხვინო რამ, რასაც ყველა ქალი აკეთებს, თუმცა, არასდროს აღიარებს
იცით რა განსხვავებაა მეგობარსა და ძმაკაცს შორის? უკანასკნელი თავხედი ლოთია, თუმცა, შენც არანაკლები ხარ და იცი, რომ მარტო ის თუ გაგიგებს
ამერიკულმა სტუდია XVIVO, რომელიც სამეცნიერო ანიმაციითაა დაკავებული,  გვთავაზობს ულამაზეს პროექტს, სახელად ”ადამიანის სტრუქტურა”.
კოღოებმა და მსგავსმა უნამუსო მწერებმა შეიძლება გაგიფუჭონ დასვენება. ეს პატარა სისხლისმსმელები ბირთვულ იარაღს უტოლდებიან.
დავუშვათ, შეხვდი შენი ოცნების ქალს, შენ მზად ხარ მისთვის  გააკეთო ყველაფერი, გარდა ერთი რამისა - შენ არ ხარ მზად შეიცვალო.
მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
11 გენიალური გამოგონება, რომლებზეც ვოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია!
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება ბათუმში! მშენებარე ბინა....
იყიდება 297 კვ.მ. გაქირავებული...
ქირავდება 2-ოთახინი სუფთა, გარემონტებ
იყიდება გარემონტებული ბინა დიდ...