ქართველი კაცები ცოლის ცემაზე, როცა ის საჭმელს წვავს ან უარს ამბობს სექსზე (+VIDEO)
ქართველი კაცები ცოლის ცემაზე, როცა ის საჭმელს წვავს ან უარს ამბობს სექსზე (+VIDEO)
ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოში პატრიარქატია, და რომ მამაკაცები, ხშირ შემთხვევაში, ქალების დისკრიმინაციას ახდენენ. ამბობენ, რომ ბევრი ცოლი ჯერ კიდევ თავს გრძნობს დამცირებულად მეუღლისგან "ნასკი გამხადე ქალო" დამოკიდებულებით. თუმცა, შესაძლოა, ბევრისთვის ძნელია ამ დამოკიდებულების დაშვება, როდესაც ახსენდებათ, თუ როგორ განსაკუთრებულად, ყოველთვის ხაზგასმითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით ადღეგრძელებენ და ლოცავენ დიასახლისებს სუფრაზე...

სინამდვილეში, ყველა კაცი ერთნაირი არ არის და ცხადია, არც ყველა ქართველი კაცის ქალის მიმართ დამოკიდებულებაა ერთგვაროვანი, მაგრამ ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მამაკაცი ჯერ კიდევ ძალადობს ქალზე, ფაქტია.

ბოლო კვლელვების მიხედვით, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ წარმოადგინა, საქართველოში რესპონდენტთა 34,6% მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, თუკი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ან ნებართვის გარეშე გადის სახლიდან.

ამავე კვლევის მიხედვით, ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულად რესპონდენტთა 69%-ს მიაჩნია, 25% კი თვლის, რომ ის მხოლოდ ოჯახის საქმეა.

რაც შეეხება ქალის რეაქციას ძალადობაზე, გამოკითხულთა ასევე 69% მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ის ქმარს უნდა დასცილდეს, 17% კი თვლის, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს.

კვლევების დრამატული შედეგები, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები აქვეყნებენ, განსხვავდება Adami.ge-ს ექსპერიმენტის შედეგებისგან, თუმცა, ცხადია, ჩვენი გამოკითხვა მასშტაბურობით არ გამოირჩევა. Adami.ge-მ გადაწყვიტა 15 წუთის განმავლობაში, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაში შემთხვევითი პრინციპით შერჩეული მამაკაცები გამოეკითხა და მიეღო მათგან პასუხი კითხვაზე, - გამართლებულია თუ არა ცოლზე ძალოდობა, თუ ის საჭმელს წვავს, ან უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე.

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
14 ივლისს Adami.ge-ს რედაქციამ ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. ორი რედაქტორი, 0-ლარიანი ბიუჯეტით, ორ-ორი სენდვიჩითა და თითო ბოთლი წყლით ავტოსტოპით მოგზაურობის პირველი გამოცდილების მისაღებად თბილისის გასასვლელში, კარფურთან დავდექით.
დაოჯახებული ხარ? ზღუდავენ შენს თავისუფლებას? მაშინ ეს სტატია შენთვისაა
ADAMI.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის წარმოდგენა.
19 სამარცხვინო რამ, რასაც ყველა ქალი აკეთებს, თუმცა, არასდროს აღიარებს
იცით რა განსხვავებაა მეგობარსა და ძმაკაცს შორის? უკანასკნელი თავხედი ლოთია, თუმცა, შენც არანაკლები ხარ და იცი, რომ მარტო ის თუ გაგიგებს
ამერიკულმა სტუდია XVIVO, რომელიც სამეცნიერო ანიმაციითაა დაკავებული,  გვთავაზობს ულამაზეს პროექტს, სახელად ”ადამიანის სტრუქტურა”.
კოღოებმა და მსგავსმა უნამუსო მწერებმა შეიძლება გაგიფუჭონ დასვენება. ეს პატარა სისხლისმსმელები ბირთვულ იარაღს უტოლდებიან.
დავუშვათ, შეხვდი შენი ოცნების ქალს, შენ მზად ხარ მისთვის  გააკეთო ყველაფერი, გარდა ერთი რამისა - შენ არ ხარ მზად შეიცვალო.
მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
11 გენიალური გამოგონება, რომლებზეც ვოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია!
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება პეკინის გამზირთან, სასტუმრო
ქირავდება ჭავჭავაძის 51-ში (რუსეთის...
სასწრაფოდ! იყიდება 2-ოთახიანი გარემონ
მეპატრონე!!! იყიდება ახალაშენებულ,ჩაბ